TBILISI WEATHER



TANDEM SKYDIVING

Georgia



Standard Tandem skydiving (Natakhtari) – 425$
Jump Pictures/Video – 35$
(ლარში გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის კურსით)

იმ შემთხვევაში თუ პირი გაივლის მომზადებას და ამის შემდგომ გადაიფიქრებს პარაშუტით ტანდემში გადმოხტომას, მას დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საფასურის მხოლოდ 10%.

მინიმალური ასაკი არის 14 წელი. იმ დღეს როცა ასრულებთ ტანდემში ხტომას. თქვენი ხტომის დღეს თან უნდა იქონიოთ მოქმედი და ოფიციალური პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საერთაშორისო პასპორტი ფოტოსურათით.
თუ თქვენ ხართ 14–დან 18 წლამდე, საჭიროა გქონდეთ ორვე მშობლის ან მეურვის თანხმობა ტანდემში ხტომის შესრულების შესახებ.
ფორმაზე ,,თანხმობა პარაშუტით ტანდემში ხტომის შესახებ’’ ხელის მოწერა მშობლებს შეეძლებათ აეროდრომზე მოსვლისას. აუცილებელია ! მშობელი ან მეურვე, რომელიც ხელს აწერს ,,თანხმობა პარაშუტით ტანდემში ხტომაზე’’ იმყოფებოდეს ხტომის რეგისტრაციისას და წარმოადგინოს მოქმედი და ოფიციალური პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოსურათით და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა. საყურადღებოა რომ თქვენ არ იქნებით დაშვებული ხტომის შესრულებაზე თუ თქვენი მშობელი/მეურვე არ იმყოფება ხტომის ზონაში თქვენი ხტუნვის შესრულებისას.. 

იმისათვის, რომ მოხდეს შენი ტანდემში ნახტომი სავალდებულოა:
თქვენს მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი ან მართვის მოწმობა. ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი და ჯამრთელობის ცნობა (ფორმა - 100). რომელიც გაცემული იქნება სამედიცინო უწყების მიერ არაუგვიანეს 72 საათის. ცნობა დაადასტურებს, რომ თქვენ ხართ ჯანმრთელი.
„ფორმა 100“ აღებისას სავალდებულოა, რომ თქვენ ექიმთან გაიაროთ სრული კონსულტაცია თუ რისთვის გესაჭიროებათ აღნიშნული ცნობა და არ დაუმალოთ თუ ხართ რაიმე ქრონიკული დაავადებით
• ეპილეფსია
• კრუნჩხვები
• თავის მძიმე ტრავმა
• პერიოდული გონების წასვლა ან თავბრუსხვევა
• თავის ტვინის ან ნერვული სისტემის დაავადება
• მაღალი არტერიული წნევა
• გულის ან ფილტვების დაავადება
• მხრის ან რომელიმე კიდურის მოტეხილობა
• პერიოდული სისუსტე
• შაქრის დიაბეტი
• ფსიქიური დაავადებები
• ნარკოტიკური ან ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება
• ნებისმიერი წარსული ან არსებული სამედიცინო ჩვენებები
და სხვა.
კატეგორიულად აკრძალულია ორსული ქალების პარაშუტით ხტომა.

ადგილზე დაგხვდებათ სამედიცინო მუშაკი, რომელიც ასევე გაგესაუბრებათ და გაგისინჯავთ წნევას, გაეცნობით მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებას და თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს კრიტერიუმებს - მოგესალმებით ბორტზე და მხოლოდ შემდგომ მოხდება თქვენი მომზადება ტანდემ ნახტომისთვის.
სავალდებულოა, ინსტრუქტორს ყურადღებით მოუსმინოთ და შეასრულოთ მისი მითითებები.
თქვენი მომზადება ტანდემ ნახტომისთვის მოიცავს სულ 20-30 წუთს. 

გაითვალისწინეთ!
აკრძალულია პარაშუტით ხტომა შემდეგ შემთხვევებში:
არასრულწლოვანი 14 წლის ასაკამდე.
ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე.
ალკოჰოლური თრობის შემთხვევაში.
ნარკოტიკული ზემოქმედების შემთხვევაში.
ქრონიკული დავადებების შემთხვევაში:
• ეპილეფსია
• კრუნჩხვები
• თავის მძიმე ტრავმა
• პერიოდული გონების წასვლა ან თავბრუსხვევა
• თავის ტვინის ან ნერვული სისტემის დაავადება
• მაღალი არტერიული წნევა
• გულის ან ფილტვების დაავადება
• პერიოდული სისუსტე
• შაქრის დიაბეტი
• ფსიქიური დაავადებები
• ნარკოტიკური ან ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება
• ნებისმიერი წარსული ან არსებული სამედიცინო ჩვენებები
ასევე მაშინ როდესაც პირი იმყოფება ნაბახუსევი და სხვა გამონაკლისების შემთხვევაში.
 

გთხოვთ ჩაიცვათ შესაბამისად და ხტუნვისთვის კომფორტულად.
ტანსაცმელი რომელიც მოსახერხებელი იქნება თქვენთვის და ფრენის დროს და არ ზღუდავს მოძრაობას. იქონიეთ ქუდი. ასევე გაითვალისწინეთ წელიწადის დრო (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი) და ამინდის შესაფერისად შეარჩიეთ ტანსაცმელი. სასურველია ფეხასცმელი იყოს ბრტყელი ძირით.
• რეკომენდირებულია სპორტული, კომფორტული ტანსაცმელი; მაისურები/ ზედა ტანსაცმელი უნდა იყოს სახელოებით.
• სპორტული ფეხსაცმელი ან ბოტასები იდეალურია ხტომის შესასრულებლად. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება რომ ფეხსაცმელს არ ჰქონდეს მეტალის შესაკრავები.
• არ დაიშვება: ღია ტიპის ფეხსაცმელები (ე.წ. სანდლები), ან ნებისმიერი ტიპის ქუსლიანი ფეხსაცმელი.
• რეკომენდირებულია ხტომის წინ მოიხსნათ ნებისმიერი სამკაული, მაჯის საათი და სხვა აქსესუარები. 

პარაშუტით ხტომა არის სპორტის ის სახეობა, რომელიც სრულიად დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. ძლიერი ქარი, ცუდი მხედველობა, წვიმა და მსუბუქი მოღრუბლულობა – არის პირობები იმისათვის, რომ ხტომა გადაიდოს ან გაუქმდეს.
არახელსაყრელი ამინდის პირობებისას, ჩვენი ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას ხტომის სრულ შეჩერებასთან დაკავშირებით. აეროდრომზე ლოდინისას რეგულარულად გაცნობებთ ამინდის ცვლილებას.
თუ ამინდი არ იცვლება ხტომის განხორციელებისათვის, ჩვენ იძულებული ვიქნებით გავაუქმოთ ხტომა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ხტომა გადაიტანოთ სხვა დასაშვებ თარიღზე ან გიბრუნდებათ გადახდილი თანხა. 

DropZones:

 





Address:

Natakhtari Airdrom

Phone:

+995577513033

Working Hours:

24/7

Follow US:

Built with Mobirise website maker